(+18) ვრცელდება უმძიმესი ვიდეო - 22 წლის ინფლუენსერი საკუთარმა შეყვარებულმა პირდაპირ ეთერში დაჭრა
22 წლის ლუნა ამბროევიჩიუს აბრაჰაოს საკუთარმა შეყვარებულმა პირდაპირ ეთერში დანით 9 ჭრილობა მიაყენა, მას შემდეგ, რაც ქალმა დაშორების შესახებ განუცხადა და აღიარა, რომ მასთან ურთიერთობა აღარ უნდოდა.
დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა. ექიმების ინფორმაციით ქალს ჭრილობა ზურგის, ხელისა და ფეხის არეში ჰქონდა მიყენებული.
პოლიცია ამჟამად მის შეყვარებულს, ალექს ოლიევირას ეძებს, რომელიც თავდასხმის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. მეზობლებმა ოფიცრებს უთხრეს, რომ ხშირად ისმოდა ჩხუბის ხმა იმ ბინიდან, სადაც წყვილი ცხოვრობდა.
სოციალური მედიის მომხმარებლებმა, რომლებმაც პირდაპირი ტრანსლაციის მოწმენი გახდნენ, ძალადობის დაწყებისთანავე სასწრაფო დახმარების სამსახურს დაურეკეს.