loader

რუსებმა უკრაინას 14 ბალისტიკური რაკეტითა და 250 დრონით შეუტიეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსებმა უკრაინას 14 ბალისტიკური რაკეტითა და 250 დრონით შეუტიეს

რუსებმა უკრაინას 14 ბალისტიკური რაკეტითა და 250 დრონით შეუტიეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული „ისკანდერ-M/KN-23“ ტიპის 6 ბალისტიკური რაკეტა და 128 დრონი ჩამოაგდეს, ხოლო 117 დრონი ლოკაციურად დაიკარგა.

რუსების თავდასხმის შედეგად კიევის, დნეპროპეტროვსკის, ოდესის, ხარკოვის, დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქები დაზარალდა.

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მთავარი სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი კიევი იყო.

მანამდე, უკრაინის დედაქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ რუსებმა კიევზე შეტევა ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით განახორციელეს, რის შედეგადაც 8 ადამიანი დაშავდა.