"ნიკა გვარამიას მივმართავ, სცეს პატივი საზოგადოებას და დააღოს პირი" - გიგა ბოკერია
გუშინ, ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დროებითი საგამოძიებო კომისია იმ ადამიანებს იბარებს დაკითხვაზე, რომლებიც წინა ხელისუფელბის დროს პოლიტიკაში საერთოდ არ იმყოფებოდნენ და "ნაციონალური მოძრაობის" გავლენიან პოლიტიკოსებს კი არ იბარებენ.
„ენის ტლიკინს შეეშვით და სამარცხვინო ბოდვას, ვითომ ციხე კურორტია... კარგად ვხედავთ ყველაფერს.
მე გასაგებია და წინა ხელისუფლების ამბებზე „ჯაფარას“ და მელიას რომ იბარებენ კომისიაზე და ამის მერე ერთი დაიჭირეს და მეორეს მალე დაიჭერენ, საერთოდ რომ არ ყოფილან მაშინ პოლიტიკაში, იმ ხალხს, ამის პარალელურად კი, წინა ხელისუფლების ზოგიერთ სუპერგავლენიან პოლიტიკოსს არ ახსენებს „ქოცების“ “კომისია”, ამას ვხედავთ კიდეც და რა ჰქვია, ისიც ვიცით.
დადუმდით ახლა... თორემ მდუმარების აღთქმა კი არ მაქვს მართლა დადებული!“ - წერს ნიკა გვარამია „ფეისბუქზე“.
გვარამაის "ფეისბუკ" სტატუსს გიგა ბოკერია ეხმაურება.