loader

“თუ ოდ­ნავ მა­ინც მაქვს უფ­ლე­ბა, ვინ­მეს რამე მო­ვუ­წო­დო, მო­გი­წო­დებთ…” - გიორგი ახობაძე საპატიმროდა წერილს ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“თუ ოდ­ნავ მა­ინც მაქვს უფ­ლე­ბა, ვინ­მეს რამე მო­ვუ­წო­დო, მო­გი­წო­დებთ…” - გიორგი ახობაძე საპატიმროდა წერილს ავრცელებს

“ჩვენს ბრძო­ლას და პრო­ტესტს მთე­ლი გუ­ლით ვგულ­შე­მატ­კივ­რობ - მო­გი­წო­დებთ, რომ გა­აძ­ლი­ე­როთ ერ­თო­ბის მარ­შე­ბი,“ - ამის შე­სა­ხებ ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი ექი­მი, გი­ორ­გი ახო­ბა­ძე სა­პა­ტიმ­რო­დან გა­მოგ­ზავ­ნილ წე­რილ­ში წერს, რო­მე­ლიც მის “ფე­ის­ბუქ” გვერ­დზე ვრცელ­დე­ბა.

გარ­და ამი­სა, ახო­ბა­ძე ასა­ხე­ლებს კონ­კრე­ტულ ადა­მი­ა­ნებს, მხარ­დამ­ჭე­რებს და მათ მად­ლო­ბას უხ­დის წე­რი­ლე­ბის­თვის, რო­მე­ლიც მი­სი­ვე თქმით, და­ბა­დე­ბის დღის მი­სა­ლო­ცად ცი­ხე­ში შე­უგ­ზავ­ნეს.

“რაც შე­ე­ხე­ბა ჩვენს ბრძო­ლას და პრო­ტესტს, მთე­ლი გუ­ლით ვგულ­შე­მატ­კივ­რობ. ძა­ლი­ან მე­ი­მე­დე­ბა რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რის ცი­ხე­სი­მაგ­რე და "ერ­თო­ბის მარ­შე­ბი". თუ ოდ­ნავ მა­ინც მაქვს უფ­ლე­ბა, ვინ­მეს რამე მო­ვუ­წო­დო, მო­გი­წო­დებთ, რომ გა­აძ­ლი­ე­როთ "ერ­თო­ბის" მარ­შე­ბი, გვერ­დში და­უდ­გეთ მაგ ხალ­ხს.

ძალა ერ­თო­ბა­შია! ბრძო­ლა ბო­ლომ­დე, გა­მარ­ჯვე­ბამ­დე!”,- წერს ახო­ბა­ძე წე­რილ­ში.