რას ამბობს თათია შარანგია ჯარჯი თორაძესთან დაშორების შესახებ?
პიანისტი და ტელეწამყვანმა თათია შარანგიამ სოციალურ ქსელში გამომწერების შეკითხვებს უპასუხა.
როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ ის მესამე ქმარს, ჯარჯი თორაძეს დაშორდა.
ერთ-ერთი კითხვა ღალატს ეხებოდა. გამომწერმა თათიას ჰკითხა, გახდა თუ არა ღალატი მისი გულის ტკენის მიზეზი, რაზედაც ტელეწამყვანმა დაწერა:
„არ დავმალავდი, ეს გრძნობაც რომ განმეცადა, თუმცა სამწუხაროდ ყველაფერი ხდება. ჩემთვის არ უღალატიათ, ანუ მესამე ადამიანზე მე არასდროს მსმენია ან მიგრძვნია. მაგრამ დამერწმუნეთ, არსებობს ამაზე დიდი ღალატიც,“ – წერს თათია.