“ადამინებმა ნამდვილად არ უნდა თქვან უარი “პატარა სიხარულებზე” და განტვირთვაზე, არც საკუთარი პირადი სივრცე არ უნდა მოსპონ და საკუთარი ყოველდღიური რუტინაც უნდა ქონდეთ” - რას წერს ნიკა გვარამია “Tbilisi open air”-თან დაკავშირებით
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოცუალურ ქსელში ფესტივალ "Tbilisi open air"-თან დაკავშირებით წერს:
"ადამინებმა ნამდვილად არ უნდა თქვან უარი “პატარა სიხარულებზე” და განტვირთვაზე, არც საკუთარი პირადი სივრცე არ უნდა მოსპონ და საკუთარი ყოველდღიური რუტინაც უნდა ქონდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დგება გამოფიტვა და დეპრესია.
და გამოფიტული და დეპრესიში გადავარდნილი ადამიანების პროტესტის წარმატება რთული წარმოსადგენია.
ბრძოლას გამარჯვება უნდა მოყვეს და რაც ამისთვის მებრძოლს სჭირდება, ყველაფერი უნდა აკეთოს. შედეგია მთავარი და არა ყველას მოწონება და აპლოდისმენტები.
ps სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ზოგჯერ თავად ოფენ ეარზე მდგომებს (მაგალითისთვის) ავიწყდებათ ეს, ოღონდ სხვათა მიმართ. არაა სირცხვილი და დასაძრახი არც სადმე დგომა და არც სხვა რამ, თუ ეს ენერგიის შესავსებად გჭირდება. იმ ენერგიის, რომელსაც რეჟიმის წინააღმდეგ მიმართავ."