რა მოხდა “Tbilisi open air”-ზე, რომელსაც მარია ზახაროვა ეხმაურება - “მომღერალმა ჯერ რუსული სამფეროვანი დროშა დააგდო იატაკზე, შემდეგ აიღო და პაკეტში ჩადო. ამის შემდეგ კი, გეწაძემ ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების (მოშარდვის) იმიტაცია მოახდინა”
ქართველმა მომღერალმა ერეკლე გეწაძემ Tbilisi Open Air-ის ფესტივალზე მიმდინარე კონცერტის დროს წარმოადგინა პერფორმანსი რუსეთის დროშის გამოყენებით, რაც რუსულმა მედიამ და Telegram-ის არხებმა „რუსული სამფეროვანი დროშის შეურაცხყოფად“ შეაფასეს.
„რუსი სამართალდამცველები შეფასებას მისცემენ საქართველოში რუსული სამფეროვანი დროშით „შესრულებულ“ პერფორმანსს“, - დაწერა თავის Telegram არხზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.
როგორც რუსული მედია წერს, ქართველმა მუსიკოსმა ერეკლე გეწაძემ Tbilisi Open Air მუსიკალურ ფესტივალზე გამოსვლისას რუსეთის დროშა შეურაცხყო: „მომღერალმა ჯერ რუსული სამფეროვანი დროშა დააგდო იატაკზე, შემდეგ აიღო და პაკეტში ჩადო. ამის შემდეგ კი, გეწაძემ ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების (მოშარდვის) იმიტაცია მოახდინა“.