loader

"გაბუნია იდიოტი რომ იყო ვიცოდი, მაგრამ მთლიანად მავნებელი თუ იყო არ მინდოდა დამეჯერებინა“ - მწვავე დაპირისპირება და ნიკა მელიას გამოხმაურება გიორგი გაბუნიას და დეა მამისეიშვილის “Facebook live”-ზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გაბუნია იდიოტი რომ იყო ვიცოდი, მაგრამ მთლიანად მავნებელი თუ იყო არ მინდოდა დამეჯერებინა“ - მწვავე დაპირისპირება და ნიკა მელიას გამოხმაურება გიორგი გაბუნიას და დეა მამისეიშვილის “Facebook live”-ზე

ჟურნალისტებმა დეა მამისეიშვილმა და გიორგი გაბუნიამ "Facebook live"-ში პოლიტიკაზე ისაუბრეს და ბევრ თემას შეეხნენ.

ერთ-ერთი საკითხი იყო პოლიტიკოსები ოპოზიციიდან. სწორედ ამ საკითხზე საუბრისას კითხა გიორგი გაბუნიამ დეა მამისეიშვილს თუ - "რომელი პოლიტიკოსია ოპოზიციიდან, რომელიც გულით გინდა ხელისუფლებაში იყოს? მოსახლეობაში ფიქრობ რომ არის ვინმე ისეთი ვისაც სურს მელია იყოს ხელისუფლებაში?"

რაზეც დეამ უპასუხა, რომ "ოცნების საპირწონედ აუცილებლად მისცემდა ხმას ნიკა მელიას."

გიორგი გაბუნიამ კი უპასუხა: "ეს არის კატასტროფული პასუხისმგებლობა, რომელსაც რა თქმა უნდა ვერ გაუმკლავდება მელია. ახლა რომ არჩევნები იყოს და მელია წარედგინათ კანდიდატად მერობაზე, მე ხმას არ მივცემდი. მელია საქმეს ვერ გააკეთებს, წარმოდგენაც არ მინდა."

აღნიშნულ ვიდეოს გამოუხმაურა "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი ნიკა მელია: "გაბუნია იდიოტი რომ იყო ვიცოდი,მაგრამ მთლიანად მავნებელი თუ იყო არ მინდოდა დამეჯერებინა

ამის ლაივში გაშვებას, სამზარეულოში ერთმანეთთან გესაუბრათ, სახეს შეინარჩუნებდით მაინც."

რაზეც დეა მამისეიშვილმაც უპასუხა: "Nika Melia ჩემს სიცოცხლეში სახე არ დამიკარგავს, არც კრიტიკულ არხზე მუშაობისას და არც სამთავრობო არხზე, ყველაზე კარგად უნდა გახსოვდეს ეგ. ჩემს შეფასებაში ფრთხილად, ნიკა. კრიტიკის მიმღებლობა არ არის ცუდი რამე, შეგიძლია მეკამათო და არ დამეთანხმო, მაგრამ, ამ შეფასებას არასდროს მივიღებ. ყველგან საუბარი შემიძლია და ყველაფერზე, ვერავინ ამიკრძალავს."

ნიკა მელია: "Dea Mamiseishvili ყველასთან საუბარი რომ შეგიძლია, ეგ სიტყვის თავისუფლების ნაწილია და ამ საუბრის შედეგად, რომ შენი შეფასების უფლება ასევე ყველას აქვს.

სახე ანახეთ, რომელიც ჯობდა არ გენახებინათ, მავნებლობა გააკეთეთ და ახლა ამაზე კომენტარებიცა და შეფასებებიც აიტანეთ.

ვინმეს თუ თქვენი სამზარეულოს მრავლისმთქმელი დიალოგი მოეწონა, ალბათ მაგასაც დაგიწერენ, ოცნების ადგილას ბედნიერი ვიქნებოდი - იმედზე მოგცემდით ეთერს."

დეა მამისეიშვილი: "Nika Melia იმედზე რომ მნახავ ან ქოცებთან დაახლოებულ ჯგუფთან, მაგ დღეს ელოდე შენ. არც მათ ვუჭახუნებ ჭიქებს და არც მათთან “სხოდკებით” გამოვირჩევი. რა ცუდია, ნიკა, ერთი კობახიძემ მიხსენა სახის დაკარგვა და მეორე შენ. წარმატებები და თავისუფლება."