loader

დეა მამისეიშვილისა და გიორგი გაბუნიას სკანდალურ "Facebook live"-ს ნიკა გვარამია კიდევ ერთხელ ეხმაურება - "ეტყობა გამეორება ჭირდება" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დეა მამისეიშვილისა და გიორგი გაბუნიას სკანდალურ "Facebook live"-ს ნიკა გვარამია კიდევ ერთხელ ეხმაურება - "ეტყობა გამეორება ჭირდება"

ჟურ­ნა­ლისტ დეა მა­მი­სე­იშ­ვი­ლის სტუ­მა­რი "Facebook live"-ში, ასე­ვე ჟურ­ნა­ლის­ტი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი გი­ორ­გი გა­ბუ­ნია იყო. მათ შეხ­ვედ­რი­სას სხვა­დას­ხვა სა­კი­თხებ­ზე ისა­უბ­რეს, მათ შო­რის ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ზე და ოპო­ზი­ცი­ა­ზე.

გა­ბუ­ნი­ას შე­კი­თხვა­ზე, თუ - "რო­მე­ლი პო­ლი­ტი­კო­სია ოპო­ზი­ცი­ი­დან, რო­მე­ლიც გუ­ლით გინ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში იყოს? მო­სახ­ლე­ო­ბა­ში ფიქ­რობ რომ არის ვინ­მე ისე­თი ვი­საც სურს მე­ლია იყოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში?"

დეა მა­მი­სე­იშ­ვილ­მა უპა­სუ­ხა, რომ "ოც­ნე­ბის სა­პირ­წო­ნედ აუ­ცი­ლებ­ლად მის­ცემ­და ხმას ნიკა მე­ლი­ას..."

ნიკა გვარამია დეა მამისეიშვილის და გიორგი გაბუნიას "Facebook live" -ის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს, სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ ეხმაურება.

"ეტყობა გამეორება ჭირდება: არც პასუხს ვაგებ და არც მათ მაგივრად ბოდიშს მოვიხდი. ჩემი საქმე არაა ორი ზრდასრული ადამიანი რას აკეთებს “კუხნაში” ჩემი საქმე შეფასებაა: სრული @@@ობა და უმწიფარი გარჩევა. სერიოზულად მაგ აბსურდული ტექსტების ანალიზი ნამდვილად ზედმეტია. იმედია, ეთერში როცა დაბრუნდებიან, ამას და არც ამის მსგავსს არ მოვისმენთ.

თუ მოვისმენთ და მე პირადად გადავრთავ. ოღონდ, ვინ რას იტყვის ჩემი აწ უკვე დახურული ტელევიზიიდან, მაგის დევნას და გარჩევას აღარ ვაპირებ. თქვენც შეეცადეთ კონსპირაციები უკუაგდოთ და მე არ მაწებოთ სხვისი აზრები, მით უმეტეს, სულელური.

ps და ციხეში წამსვლელების და მათი მოტივაციების ძიებას გარეთ მყოფი და დამრჩენები (აქვე ყველას გარეთ ყოფნას ვუსურვებ) რომ შეეშვებოდნენ ერთიანად, ძალიან დაგვავალებენ. სირცხვილია უბრალოდ," - წერს გვარამია.