„პირველი რესპუბლიკის აღლუმი“ - ამ სახელწოდებით რუსთაველის გამზირზე სპორტული საზოგადოება „შევარდენის“ მარში გააცოცხლეს
რუსთაველის გამზირზე სპორტული საზოგადოება “შევარდენის“ მარში გააცოცხლეს, რომელიც თბილისში, 1919 წლის 26 მაისს მოეწყო.
“პირველი რესპუბლიკის აღლუმი“ - ასე ეწოდება მარშს, რომელიც პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო. მარშის მონაწილეები ახლა რუსთაველის გამზირისკენ მოემართებიან. მარში მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან დასრულდება - იქ, სადაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
შესრულდა პირველი რესპუბლიკის ჰიმნიც.