loader

"ძლიერი საქართველო" ბათუმში, აქციაზე ლუკა ნაცვლიშვილის დაკავების კადრებს ავრცელებს და მის გათავისუფლებას ითხოვს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ძლიერი საქართველო" ბათუმში, აქციაზე ლუკა ნაცვლიშვილის დაკავების კადრებს ავრცელებს და მის გათავისუფლებას ითხოვს

"ძლიერი საქართველო" ბათუმში აქციაზე დაკავებული ლუკა ნაცვლიშვილის გათავისუფლებას ითხოვს.

კოალიციის შეფასებით, ის უკანონოდ არის დაკავებული და აცხადებს, რომ ეს არის პოლიტიკური დევნის და შერჩევითი სამართლის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი.

"ბათუმში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აქციის შემდეგ პოლიციამ “ლელო-ძლიერი საქართველოს” ბათუმის ორგანიზაციის წევრი, ლუკა ნაცვლიშვილი დააკავა.

ამ დრომდე უცნობია ლუკა ნაცვლიშვილის დაკავების მიზეზი.

მოვითხოვთ, უკანონოდ დაკავებული ლუკა ნაცვლიშვილის სასწრაფოდ გათავისუფლებას და ველოდებით განმარტებას შინაგან საქმეთა სამინისტროდან, თუ რის საფუძველზე დააკავეს ჩვენი გუნდის წევრი.

ვაცხადებთ, რომ ეს არის პოლიტიკური დევნის და შერჩევითი სამართლის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი. ლუკას და ჩვენ, მის თანამებრძოლებს ამით რეჟიმი ვერ შეგვაშინებს. ბრძოლა იქნება ბოლომდე!", - აღნიშნულია ინფორმაციაში.