ვიდეო შეიცავს უმძიმეს კადრებს - 50-მდე დაშავებული და მანქანაში მოყოლილი ადამიანები - ახალი დეტალები ლივერპულიდან, სადაც მანქანა ხალხში შევარდა
გუშინ ცნობილი გახდა, რომ ლივერპულში, Water Street-ზე, მანქანა შევარდა ხალხში, რომლებიც პრემიერ ლიგაში ადგილობრივი გუნდის გამარჯვებას ზეიმობდნენ.
არიან დაშავებულები. პოლიციამ 53 წლის თეთრკანიანი ბრიტანელი მამაკაცი დააკავა. სავარაუდოდ, ის მანქანის მძღოლი იყო.
ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს. ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა ეს ტერაქტიც ყოფილიყო.
სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, საავადმყოფოში სულ 27 ადამიანი გადაიყვანეს. მძიმე დაზიანებები აღენიშნება ორ ადამიანს.
ადგილზე დახმარება კიდევ 20 ადამიანს დასჭირდა. ასევე დაშავდა ველოსიპედზე მყოფი პარამედიკოსი.
სახანძრო სამსახურის ცნობით, როდესაც სასწრაფო დახმარების სამსახურები ადგილზე მივიდნენ, მანქანის ქვეშ ოთხი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ერთი ბავშვი.