"მეც შემომთავაზა, უარი არ ვუთხარი" - რას ამბობს ნიკა გვარამია გუშინ დაკავებულ ბიჭზე, რომელიც რუსთაველზე შეკრებილებს ალუჩას უფასოდ ურიგებდა?
ბიჭზე, რომელიც გუშინ, რუსთაველის გამზირზე ალუჩას უფასოდ არიგებდა ნიკა გვარამია პოსტს ავრცელებს:
"26 მაისის შეკრებაზე, რუსთაველზე, ერთმა უკარგესმა ბიჭმა ალუჩა ჩამოატარა - უფასოდ ურიგებდა ხალხს და მეც შემომთავაზა.
უარი არ ვუთხარი: ალუჩას არაფერი მირჩევნია. მშვენიერი ალუჩაათქო და კიდევ აიღეო.
კიდევ გამოვართვი და ფართო ჯიბეებიანი პიჯაკის ჯიბეში ჩავიყარე.
იმ ალუჩის ნაწილი ახლაც ჯიბეში მიყრია, იმ ბიჭის კეთილი ღიმილიც გამოჰყვა მეხსიერებას.
ბიჭს უჩა ქემაშვილი ერქვა და წუხელ 25 კაცმა აიყვანა: ალუჩის დარიგებისთვის დაიჭირეს.
ოლიგარქია უნდა დაემხოს!" - წერს ნიკა გვარამია და ფოტოს ავრცელებს.