loader

რას ამბობს ნანი ბრეგვაძე Tbilisi Open Air -ის გარეშემო ატეხილ აჟიოტაჟზე - "ამ­ბო­ბენ ნანი მოს­კოვ­ში მღე­რო­დაო და რა სი­სუ­ლე­ლეა? სად უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი სხვა­გან, ეს ერთი სა­ხელ­მწი­ფო იყო?!" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ამბობს ნანი ბრეგვაძე Tbilisi Open Air -ის გარეშემო ატეხილ აჟიოტაჟზე - "ამ­ბო­ბენ ნანი მოს­კოვ­ში მღე­რო­დაო და რა სი­სუ­ლე­ლეა? სად უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი სხვა­გან, ეს ერთი სა­ხელ­მწი­ფო იყო?!"

წელს Tbilisi Open Air 24 მა­ისს გა­იხ­სნა. ფეს­ტი­ვა­ლი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ფორ­მა­ტით დაბ­რუნ­და და 24-25 მა­ისს ტრა­დი­ცი­უ­ლად Lisi Wonderland-ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­ი­მარ­თა. წინა წლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, გა­მომ­სვლელ­თა სი­ა­ში უცხო­ე­ლი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი არ ყო­ფი­ლან. ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მსმე­ნე­ლი ქარ­თვე­ლი არ­ტის­ტე­ბი­სა და მუ­სი­კა­ლუ­რი კო­ლექ­ტი­ვე­ბის გა­მოს­ვლებს ის­მენ­და. წლე­ვან­დე­ლი ფეს­ტი­ვა­ლის ერთ-ერთი მთა­ვა­რი აქ­ცენ­ტი მუ­სი­კა­ლუ­რი კო­ლა­ბო­რა­ცი­ე­ბია გახ­ლდათ.

სპე­ცი­ა­ლუ­რად მოწ­ვე­ულ სტუ­მარ­თა შო­რის იყ­ვნენ: პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე, ნანი ბრეგ­ვა­ძე, მე­რაბ სე­ფაშ­ვი­ლი, გი­უ­ლი ჩო­ხე­ლი და გი­ორ­გი უში­კიშ­ვი­ლი, სუ­ხიშ­ვი­ლე­ბი...სა­ბო­ლო­ოდ, ფეს­ტი­ვა­ლი ნა­წი­ლობ­რივ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო პო­ლი­ტი­კის წი­ნა­აღ­მდეგ პრო­ტეს­ტში გა­და­ი­ზარ­და.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მომ­ხრე სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­მა ნანი ბრეგ­ვა­ძე გა­აკ­რი­ტი­კა ფეს­ტი­ვალ­ზე გა­მოს­ვლის გამო.

Tbilisi Open Air-ის გარ­შე­მო ატე­ხილ აურ­ზა­ურ­ზე კო­მენ­ტა­რის­თვის ნანი ბრეგ­ვა­ძეს და­ვუ­კავ­შირ­დით:

- არ მინ­და ბევ­რი ვი­სა­უბ­რო, რა იყო და რო­გორ იყო, ჩემო საყ­ვა­რე­ლო, არ გე­წყი­ნოთ... რად­გან გა­მო­ვე­დი, ისე იგი მინ­დო­და და გა­მო­ვე­დი. მად­ლი­ე­რი ვარ მთე­ლი ახალ­გაზ­რდო­ბის, მე ვარ ახალ­გაზ­რდებ­თან! სიმ­ღე­რა ნი­ჭი­ე­რად იყო გა­კე­თე­ბუ­ლი, ახა­ლი რა­ღაც გა­მო­ვი­და და მე და­მა­ინ­ტე­რე­სა.

მად­ლი­ე­რი ვარ, ღმერ­თმა რომ ასე­თი სიყ­ვა­რუ­ლი მა­ჩუ­ქა ახალ­გაზ­რდე­ბის. ჩემი თა­ო­ბი­დან თით­ქმის ყვე­ლა წა­ვი­და. ახლა ეკას, ნა­ტა­ლი­ას მე­გობ­რე­ბი არი­ან, მაგ­რამ ეკას და ნა­ტა­ლი­ას შემ­დეგ კი­დევ ხომ მო­დის ახალ­გაზ­რდე­ბის თა­ო­ბა? ეს არის ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი! ჩვე­ნი დრო უკვე მთავ­რდე­ბა, მო­დის ახალ­გაზ­რდე­ბის დრო!

- რომ­ლებ­საც სურთ, უყ­ვართ ევ­რო­პა?

- ევ­რო­პა ვის არ უყ­ვარს?! ყვე­ლას უყ­ვარს! მე ჯერ კი­დევ ძა­ლი­ან დიდი ხნის წინ ვი­ყა­ვი ევ­რო­პა­ში, ან­სამ­ბლე­ბი­დან ერთ-ერთი პირ­ვე­ლი "ორე­რა" წა­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­დან. მოს­კოვ­ში გა­ერ­თი­ან­დნენ ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ქა­ლა­ქე­ბი­დან ხე­ლო­ვა­ნე­ბი და სა­ქარ­თვე­ლო­დან მე მოვ­ხვდი.

ად­ვი­ლი არ იყო, სა­დაც მო­გინ­დე­ბო­და, იქ წა­სუ­ლი­ყა­ვი და გემ­ღე­რა. ახლა ევ­რო­პა და ამე­რი­კა სავ­სეა ქარ­თვე­ლი ხე­ლო­ვა­ნე­ბით. ადრე ძა­ლი­ან დიდი შრო­მა სჭირ­დე­ბო­და და არც ეგ კმა­რო­და. მი­ამ­ჩნია, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია ჯერ შენ­მა ხალ­ხმა მი­გი­ღოს და მერე გა­აგ­რძე­ლო სხვა­გან შენი შე­მოქ­მე­დე­ბა.

ამ­ბო­ბენ ნანი მოს­კოვ­ში მღე­რო­დაო და რა სი­სუ­ლე­ლეა? სად უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი სხვა­გან, ეს ერთი სა­ხელ­მწი­ფო იყო!? იცო­დეთ, მა­შინ თა­ვი­სუფ­ლე­ბა არ იყო! ყო­ვე­ლი ნა­ბი­ჯი იქვე, მოს­კოვ­შიც კი ვი­ღა­ცა­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი იყო. შე­მოქ­მე­დე­ბა­ში - კი­ნო­ში, მუ­სი­კა­ში თუ რამ მთავ­რო­ბას არ მო­ე­წო­ნე­ბო­და, ამოჭ­რიდ­ნენ. დრო ძა­ლი­ან ძლი­ე­რია, ყვე­ლა­ფე­რი დროს მო­აქვს და ყვე­ლას თა­ვის ად­გილს მი­უ­ჩენს ბუ­ნე­ბა­ში. სხვა თა­ო­ბა მო­დის, ცხოვ­რე­ბა წინ მი­დის! სიმ­ფო­ნია ყვე­ლას ხომ არ ეს­მის? განაგრძეთ კითხვა