ჩინეთში ქიმიური ქარხანა აფეთქდა - ვრცელდება ვიდეო კადრები
ჩინეთის აღმოსავლეთით მდებარე შანდუნის პროვინციაში, ქიმიურ ქარხანაში აფეთქება მოხდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებული.
ჩინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის მონაცემებით, ადგილზე სახანძრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს, მედიკოსები დაშავებულების დახმარებას ცდილობენ.
კომპანია, სადაც აფეთქება მოხდა, პესტიციდებს და ფარმაცევტულ პროდუქციას აწარმოებს.
წყარო: "რუსთავი 2"