loader

"ჩემს თავთან მქონდა დიალოგი რომ „თამო“ არ უნდა შემერცხვინა" - რას წერს თამო ვაშალომიძე კანის კინოფესტივალზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩემს თავთან მქონდა დიალოგი რომ „თამო“ არ უნდა შემერცხვინა" - რას წერს თამო ვაშალომიძე კანის კინოფესტივალზე

TAMO’S SKIN-ის დამფუძნებელი, თამო ვაშალომიძე საფრანგეთში იმყოფება, სადაც კანის კინოფესტივალს ესწრება.

თამო ვაშალომიძის წითელ ხალიჩაზე გამოჩენა მის გულშემატკივრებს უყურადღებოდ არ დარჩენიათ და სოციალურ ქსელში გულთბილი კომენტარებით გამოირჩევიან.

თამო „ინსტაგრამზე“ წერს, რომ ყოველი გამოსვლის წინ ძალიან ნერვიულობს.

"ნეტავ იცოდეთ ყოველი გამოსვლის და შეხვედრის წინ როგორ ვნერვიულობ. პირველ დღეს ფეხის კანკალი დამეწყო მანქანაში. ჩემს თავთან მქონდა დიალოგი რომ „თამო“ არ უნდა შემერცხვინა.

არის შემთხვევები როდესაც ვარ სუსტი, ცუდად, მაგრამ გადამაქვს საქმეში. რა ვქნა არ მაქვს სხვა გზა რომ დავნებდე. ხანდახან არ ესმით ჩემი რომ ქალი ვარ და არ უნდა ვიბრძოდე. რა ვქნა," – წერს თამო ვაშალომიძე.