"აუდუღარი, უმი რძის გემო აქვს, კურნავს ადამიანებს" - სასწაულმოქმედი წყალი მცხეთაში, რომლის შესახებ ბევრმა არ იცის
მცხეთაში, ჯვრის მონასტერში ალბათ ერთხელ მაინც ყველა ყოფილხართ. თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ მასთან ახლოს სასწაულმოქმედი წმინდა ნინოს ძუძუს წყაროა. ვიწრო, გრძელი და რთული გზის გავლის შემდეგ, ტყეში ჩაფლულ ტაძრამდე მიხვალთ სადაც, მზის სხივიც კი იშვიათად აღწევს.
18 წელია ამ ადგილის ერთადერთი მასპინძელი მამა ზაბულონია, რომელიც მომლოცველებს თბილი ღიმილით ხვდება და მოქცევის წესებს გაცნობთ.
მისივე თქმით, წმინდა ნინო ამ ადგილას 6 დღე ღამის განმავლობაში ლოცულობდა, მისი ლოცვის ძალის შემდეგ აქ პატარ წყარო აღმოცენდა, სადაც წმ ნინოს ცრემლებია. წყარო უნაყოფობას კურნავს.
მამა ზაბულონმა ტაძრის კედელზე, იმ ადამიანების სახელები და გვარები გამოფინა, რომლებიც სასწაულმოქმედი წყლის მიღების შემდეგ მშობლები გახდენენ.
ჩვენ რამდენიმე მათგანს დავუკავშირდით, მათ რიგებში აღმოჩნდნენ ისეთები, რომელებიც შვილს 20 წლის განმავლობაში ელოდნენ.
ტაძარს ყოველდღოურად ათეულობიტ წყვილი სტუმრობს, განსაკუღთრებული აქტიურობა, კი შაბათ-კვირას შეინიშნება, ტაქძირს კარი კი ყველასთის ღიაა.