ყირიმ-კონგოს ცხელებით 50 წლამდე ქალი გარდაიცვალა
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოშორაში, ყირიმ-კონგოს ცხელებით 50 წლამდე ქალი გარდაიცვალა. იგი ინფექციურ საავადმყოფოში დაახლეობით ორი კვირის განმავლობაში მკურნალობდა.
ქალს ყირიმ-კონგოს ცხელება 15 მაისს დაუდასტურდა, იგი მალევე თბილისში, ინფექციურ სავადმყოფოში გადაიყვანეს. ასპინძის ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, პაციენტი გუშინ, 27 მაისს გარდაიცვალა.
ასპინძის მუნიციპალიტეტში ყირიმ-კონგოს ლაბორატორიულად დადასტურებელი წელს მეორე შემთხვევაა. გასულ თვეს სოფელ რუსთავში ყირიმ-კონგო 70 წლამდე კაცს დაუდასტურდა. იგი თავს კარგად გრძნობს.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დღეს გაავრცელე განცხადება, რომ სამცხე–ჯავახეთში მსხვილფეხა საქონლის სპეციალური პრეპარატით დამუშავება დაიწყო. მათივე განმარტებით, ადამიანების დაავადების 80%-ზე მეტი ჩვენს რეგიონში ფიქსირდება.