loader

"რამდენიმე წუთის წინ ადვოკატს სასამართლომ დაურეკა და საინტერესო ამბავი შეატყობინა" - ნიკა მელია ვიდეომიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რამდენიმე წუთის წინ ადვოკატს სასამართლომ დაურეკა და საინტერესო ამბავი შეატყობინა" - ნიკა მელია ვიდეომიმართვას ავრცელებს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, პროკურატურამ მის საქმეზე ხვალისთვის ჩანიშნული პროცესის გადადება მოითხოვა.

„ადვოკატს, გიორგი კონდახაშვილს სასამართლომ დაურეკა და საინტერესო ამბავი შეატყობინა, რომ ორმა პროკურორმა გოგონამ წერილობით მიმართა სასამართლოს, რომ ისინი ხვალ მთელი დღის განმავლობაში იქნებიან ტრენინგზე, შესაბამისად, არ იქნებიან თბილისში და ვერ დაესწრებიან სასამართლო პროცესს. მათ ითხოვეს, რომ სასამართლომ საპატიოდ ჩაუთვალოს მათ ეს გაცდენა, არ დასწრება“, - აცხადებს მელია.

მისივე თქმით, ხვალინდელ პროცესზე არც ის გამოცხადდება.