"ტრამპის მილოცვის შემდეგ ეს განცხადება ცოტა არ იყოს უცნაურია" - შალვა პაპუაშვილი აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე
პრეზიდენტ ტრამპის მილოცვის შემდეგ, [საელჩოს] ეს განცხადება ცოტა არ იყოს უცნაურია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, სადაც ნათქვამია, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილმა აშშ-ის ელჩ რობინ დანიგანთან შეხვედრაზე უარი განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მისთვის უცნობია რა მიზანი ჰქონდა ამ განცხადებას.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა, საქართველოში აშშ-ის ელჩ რობინ დანიგანთან შეხვედრაზე უარი თქვა. შესაბამისი განცხადება დღეს საელჩოს „ფეისბუკ“ გვერდზე გავრცელდა.