loader

ზურა ხაჩიძე სკანდალში გაეხვია - "სა­ო­ცა­რი ამ­ბა­ვი ხდე­ბა, შოკ­ში ვარ" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ზურა ხაჩიძე სკანდალში გაეხვია - "სა­ო­ცა­რი ამ­ბა­ვი ხდე­ბა, შოკ­ში ვარ"

დღეს დი­ლი­დან მომ­ღე­რა­ლი და სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის გუ­ბერ­ნა­ტო­რის მო­ად­გი­ლე ზურა ხა­ჩი­ძე სკან­დალ­ში გა­ეხ­ვა. მი­ზე­ზი თბი­ლის­ში მდე­ბა­რე რეს­ტორ­ნის ("ჩემ­თან“), მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დე­ორ­გო­ლი გახ­და.

აღ­ნიშ­ნულ ვი­დე­ო­ში, რო­მე­ლიც სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გში, ქრის­ტეს აღ­დგო­მის ტაძ­რის ფონ­ზეა გა­და­ღე­ბუ­ლი, ზურა ხა­ჩი­ძე მა­ყუ­რე­ბელს 30 მა­ისს და­გეგ­მილ "ქუ­ჩის ბი­ჭე­ბის“ კონ­ცერ­ტზე ეპა­ტი­ჟე­ბა. თუმ­ცა, ვი­დე­ოს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას მა­ლე­ვე მოჰ­ყვა არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი რე­აქ­ცია, რის გა­მოც რეს­ტო­რან­მა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­დან პოს­ტი წა­შა­ლა და მოგ­ვი­ა­ნე­ბით გან­მარ­ტე­ბაც გა­ავ­რცე­ლა

"მე­გობ­რე­ბო, 30 მა­ისს და­გეგ­მი­ლი კონ­ცერ­ტის ფარ­გლებ­ში, ზურა ხა­ჩი­ძემ სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით მოგ­ვა­წო­და ვი­დე­ო­მი­მარ­თვა, რომ­ლი­თაც აა­ნონ­სებ­და ღო­ნის­ძი­ე­ბას.

სამ­წუ­ხა­როდ, ვი­დე­ოს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას მოჰ­ყვა უკი­დუ­რე­სად არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო, აგ­რე­სი­უ­ლი კო­მენ­ტა­რე­ბი, რომ­ლე­ბიც სცილ­დე­ბო­და ჯან­სა­ღი კრი­ტი­კის ფარ­გლებს და ცალ­სა­ხად გა­მო­ხა­ტავ­და ბუ­ლინგს.

ჩვე­ნი გუნ­დის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია რო­გორც თი­თო­ე­უ­ლი სტუმ­რის, ისე თი­თო­ე­უ­ლი პარტნი­ო­რი­სა და შემ­სრუ­ლებ­ლის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი კე­თილ­დღე­ო­ბა. სწო­რედ ამი­ტომ, რეს­ტორ­ნის გუნ­დმა ერ­თხმად გა­დავ­წყვი­ტეთ ვი­დე­ოს წაშ­ლა - მხო­ლოდ და მხო­ლოდ მომ­ღერ­ლის ემო­ცი­უ­რი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის დაც­ვის მიზ­ნით.

გმად­ლობთ იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც მხარს უჭერთ ჯან­საღ კო­მუ­ნი­კა­ცი­ას და ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მას.

ჩვენ ვაგ­რძე­ლებთ მზა­დე­ბას კონ­ცერ­ტის­თვის და გპირ­დე­ბით და­უ­ვი­წყარ სა­ღა­მოს - სით­ბო­თი, მუ­სი­კით და ურ­თი­ერ­თგა­გე­ბით სავ­სეს...“ - ვკი­თხუ­ლობთ რეს­ტორ­ნის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ კო­მენ­ტარ­ში.

AMBEBI.GE ზურა ხა­ჩი­ძეს პი­რა­დად და­უ­კავ­შირ­და და მომ­ხდარ­ზე მას­თან ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­რა

- სა­ო­ცა­რი ამ­ბა­ვი ხდე­ბა, შოკ­ში ვარ. რამ­დე­ნი­მე დღით ვი­ყა­ვი წა­სუ­ლი, რეკ­ლა­მა გა­ვუგ­ზავ­ნე პე­ტერ­ბურ­გი­დან იმ რეს­ტო­რანს. რო­დე­საც გა­მო­აქ­ვეყ­ნეს, ვი­ღა­ცამ იცნო ტა­ძა­რი, რომ პე­ტერ­ბურ­გში ვი­ყა­ვი და ამა­ზე ატყდა ამ­ბა­ვი. ვინ ამიკ­რძა­ლა სად წა­ვალ, სა­ი­დან რას გავ­გზავ­ნი, ვისი რა საქ­მეა, არ მეს­მის, შოკ­ში ვარ მარ­თლა.

რა­ღაც კას­ტაა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის, ვა­ი­მე, რუ­სე­თი­დან გა­ა­კე­თეთ რეკ­ლა­მა? - ჩემი გა­გიკ­ვირ­დათ? - პირ­ვე­ლად ვი­ყა­ვი პე­ტერ­ბურ­გში და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად რამ­დე­ნი­მე დღით. სა­ო­ცა­რი ქა­ლა­ქია, ძა­ლი­ან კულ­ტუ­რუ­ლი. სა­ო­ცა­რი რა­ღა­ცე­ბი ვნა­ხე და მო­ვი­ლო­ცე, რა ვიცი, შოკ­ში ვარ, ისე­თი ამ­ბა­ვი მოჰ­ყვა. მაგ­რამ აღარ მიკ­ვირს, ამათ­გან არა­ფე­რი აღარ მიკ­ვირს, ძი­რი­თა­დად "ნაც­მე­დი­ე­ბი".

- რეს­ტო­რან­მა სა­ბო­ლო­ოდ წა­შა­ლა რეკ­ლა­მა.

- დიახ, იმ გო­გომ წა­შა­ლა, ინერ­ვი­უ­ლა, ზუ­რამ არ ნა­ხო­სო, რა­ღაც ცუდი კო­მენ­ტა­რე­ბი ეწე­რაო. ხომ იცით, რო­გორც იცი­ან, მი­ე­სე­ვი­ან, თო­რემ არც მე მით­ქვამს წა­შა­ლე-თქო. ახლა დადო იმ გო­გომ გან­ცხა­დე­ბა, იმი­ტომ წავ­შა­ლეთ, არ გვინ­და, რომ ჩვენს გვერ­დზე ბუ­ლინ­გი მოხ­დე­სო. განაგრძეთ კითხვა