loader

რას ამბობენ შსს-ში ვაჟა სი­რა­ძი­სა და ზვიად ხარაზიშვილის მიერ თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბის და­ტო­ვე­ბის შე­სა­ხებ გავრცელებულ ინფორმაციაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ამბობენ შსს-ში ვაჟა სი­რა­ძი­სა და ზვიად ხარაზიშვილის მიერ თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბის და­ტო­ვე­ბის შე­სა­ხებ გავრცელებულ ინფორმაციაზე

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის, ვაჟა სი­რა­ძი­სა და გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ზვი­ად ხა­რა­ზიშ­ვი­ლის („ხა­რე­ბა“) მიერ თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბის და­ტო­ვე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ადას­ტუ­რე­ბენ.

რო­გორც უწყე­ბა­ში „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­დეს, ორი­ვე მათ­გა­ნი სა­მი­ნის­ტრო­ში მუ­შა­ო­ბას აგ­რძე­ლებს.

„არას­წო­რია ინ­ფორ­მა­ცია. ისი­ნი აგ­რძე­ლე­ბენ შსს-ში მუ­შა­ო­ბას“, - აცხა­დე­ბენ უწყე­ბა­ში.

ცნო­ბის­თვის, ვაჟა სი­რა­ძი­სა და ე.წ. ხა­რე­ბას მიერ თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და.

შე­გახ­სე­ნებთ იმა­საც, რომ დღეს თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბის შე­სა­ხებ ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურ­მა გა­ნა­ცხა­და. ში­ნა­გან საქ­მე­თა ახა­ლი მი­ნის­ტრის პოსტზე კი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გელა გე­ლა­ძე წა­რად­გი­ნა.