loader

რას ამბობენ შსს-ში საბურთალოზე მომხდარ დანაშაულზე - "მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ამბობენ შსს-ში საბურთალოზე მომხდარ დანაშაულზე - "მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს"

თბილისში, საბურთალოს რაიონში, მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა დღეს მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

როგორც თვითმხილველები გვიყვებიან, შემთხვევა ცოტა ხნის წინ ოთარ ჭილაძის ქუჩაზე მოხდა. შუახნის კაცს სხეულზე დაზიანებები ცივი იარაღით მიაყენეს, რის შემდეგაც დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან გაიქცა.