loader

"დღეს მე ემიგ­რა­ცი­ა­ში წას­ვლა მი­წევს და ეს "მზრუნ­ვე­ლო­ბა" თქვე­ნი, "გულ­მო­წყა­ლე­ბის" შე­დე­გია… არ გე­წყი­ნოთ, მაგ­რამ ჩემი აქ არ­ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში რო­მე­ლი­მე ჩემ შვილს თუ რამე და­ე­მარ­თა, სრულ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას თქვენ გკი­დებთ…" - რას წერს პეტრე კოლხი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დღეს მე ემიგ­რა­ცი­ა­ში წას­ვლა მი­წევს და ეს "მზრუნ­ვე­ლო­ბა" თქვე­ნი, "გულ­მო­წყა­ლე­ბის" შე­დე­გია… არ გე­წყი­ნოთ, მაგ­რამ ჩემი აქ არ­ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში რო­მე­ლი­მე ჩემ შვილს თუ რამე და­ე­მარ­თა, სრულ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას თქვენ გკი­დებთ…" - რას წერს პეტრე კოლხი

პეტ­რე კოლ­ხი წერს, რომ იძუ­ლე­ბით ემიგ­რა­ცი­ა­ში მი­დის. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ვრცელ პოს­ტში ის მე­უ­ფე შიო მუ­ჯირს მი­მარ­თავს.

ის წერს, რომ "ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­ა­მებ­ლად ბო­ლომ­დე გა­რი­ყეს და ემიგ­რა­ცი­ის უმ­ძი­მეს გზას გა­უ­ყე­ნეს".

"იყო დრო, მჯე­რო­და თუ ვი­ჯე­რებ­დი, რომ ბევ­რი კარ­გი რა­მის გა­კე­თე­ბა შე­გეძ­ლოთ… ვფიქ­რობ­დი, მა­ინც ხე­ლო­ვა­ნია, მა­ინც კონ­სერ­ვა­ტო­რია გა­მოვ­ლი­ლი და ეკ­ლე­სი­ას სწო­რი და ჯან­სა­ღი აქ­ცენ­ტე­ბით სიბ­ნე­ლი­დან გა­მო­იყ­ვანს, მეთ­ქი… და­სა­წყის­ში, პირ­ვე­ლი ორი შეხ­ვედ­რა, ამ შე­ხე­დუ­ლე­ბას მიმ­ყა­რებ­და… თა­ვი­სე­ბუ­რად ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი და ჩვე­ნი გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნის სა­სი­კე­თო მო­მავ­ლის იმედს არ ვკარ­გავ­დი… ვა­ღი­ა­რებ იმა­საც, რომ ყურ­ში მუ­დამ ჩამ­სი­სი­ნებ­დნენ, ნუ ენ­დო­ბი, ყალ­ბი და მოჩ­ვე­ნე­ბი­თი ადა­მი­ა­ნია, არას­ტა­ბი­ლუ­რი და არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რიო….

უმე­ტე­სად თქვე­ნი წრე­ე­ბი­დან, ვინც ერ­თგუ­ლე­ბას გე­ფი­ცე­ბათ, სი­ნამ­დვი­ლე­ში პრი­მი­ტი­უ­ლი ამ­ბი­ცი­ე­ბის და პა­ტა­რა ადა­მი­ა­ნუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბის გამო, გუნ­დრუკს გიკ­მე­ვენ და უპი­რო­ბოდ გე­მო­ნე­ბი­ან… ბევ­რი და­უმ­სა­ხუ­რე­ბე­ლი ლან­ძღვა და გი­ნე­ბა ავი­ტა­ნე იმ მად­ლო­ბე­ბის­თვის და სა­ჯა­როდ და­დე­ბი­თად მოხ­სე­ნი­ე­ბის­თვის, რა­შიც გულ­წრფე­ლი ვი­ყა­ვი, რად­გან ვფიქ­რობ­დი, რომ გულ­წრფელ მხარ­და­ჭე­რა­საც ვგრძნობ­დი…

მად­ლი­ე­რე­ბას ვერ ვმა­ლავ­დი მა­ში­ნაც, როცა სვე­ტი­ცხოვ­ლის სა­პატ­რი­არ­ქო ტაძ­რი­დან ნა­ხევ­რად ჩა­მოშ­ლილ, გა­ვე­რა­ნე­ბულ, გა­მუ­რულ, უპატ­რო­ნოდ დარ­ჩე­ნილ ტა­ძარ­ში რომ გა­მა­წე­სეთ. ოღონდ თა­ვი­სუფ­ლად მე­სუნ­თქა და ყვე­ლაფ­რის­თვის მზად ვი­ყა­ვი… მერე იყო ჩემი ღია გა­მოს­ვლე­ბი ტე­ლე­ვი­ზი­ით, პრე­სით, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით და და­უ­ფა­რა­ვად რუ­სუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხი­ლე­ბა, რაც სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლე და­მიჯ­და… ისევ თქვე­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით მღვდელ­მოქ­მე­დე­ბა შე­მი­ჩე­რეთ და ამით, ეკ­ლე­სი­ა­ში არ­სე­ბულ შავ-ბნელ ძა­ლებს და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში და­ბა­ნა­კე­ბულ მან­ქურ­თებს ხარ­კი გა­და­უ­ხა­დეთ…

პეტ­რე ორი­ვე მათ­განს მსხვერ­პლად შეს­წი­რეთ და ამით ქვეყ­ნის მო­ღა­ლა­ტე მეს­ვე­უ­რებს აბ­სო­ლუ­ტუ­რი ნდო­ბა გა­მო­უ­ცხა­დეთ… მე ახ­ლაც მად­ლო­ბას გიხ­დით იმის­თვის, რაც იყო, იმის­თვი­საც რაც არ იყო და კი­დევ იმის­თვის, რაც მო­მა­ვალ­ში იქ­ნე­ბა… თქვენ ცნო­ბი­ლი ხართ თქვე­ნი ხის­ტი, და­უნ­დო­ბე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბით და თქვენ ამას სა­მარ­თლი­ა­ნო­ბას უწო­დებთ, რაც უფრო შე­ში­ნე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის არას­წო­რი ნა­ბი­ჯე­ბია…

დღეს მე ემიგ­რა­ცი­ა­ში წას­ვლა მი­წევს და ეს "მზრუნ­ვე­ლო­ბა" თქვე­ნი, "გულ­მო­წყა­ლე­ბის" შე­დე­გია… თქვენ არ გა­დარ­დებთ ჩემი ოჯა­ხი და ექ­ვსი შვი­ლი, არც ჩემი მო­მა­ვა­ლი და ჯან­მრთე­ლო­ბა, არც ის ურ­თუ­ლე­სი გზა, რაც წინ მი­დევს და რის­თვი­საც თქვენ გა­მი­მე­ტეთ, მაგ­რამ ერთი რამ მა­ნუ­გე­შებს, ისევ მღვდელმთავ­რებ­მა გა­წი­რეს იესო გოლ­გო­თის­თვის და მეც ჩემი წილი გოლ­გო­თა მე­ლის, თქვე­ნი "ლოც­ვა-კურ­თხე­ვით"…მი­ჭირს იმ ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბა, რო­მელ­საც ჩემი სა­უ­კე­თე­სო წლე­ბი შევ­წი­რე და ბევ­რი რამ გა­ვა­კე­თე-ლი­ტე­რა­ტუ­რის, გა­ნათ­ლე­ბის და ზო­გა­დად, კულ­ტუ­რის სფე­რო­ში…ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია, რო­გორ ვი­ცხოვ­რებ შვი­ლე­ბის გა­რე­შე და სა­კი­თხა­ვია, ვნა­ხავ თუ არა ოდეს­მე ჩემს ოჯახს… ძა­ლი­ან გული მწყდე­ბა, რომ თქვე­ნი სა­ხით მო­სიყ­ვა­რუ­ლე მამა არა, მრის­ხა­ნე მსა­ჯუ­ლი მო­ვი­მუ­შა­კეთ…

არ გე­წყი­ნოთ, მაგ­რამ ჩემი აქ არ­ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში რო­მე­ლი­მე ჩემ შვილს თუ რამე და­ე­მარ­თა, სრულ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას თქვენ გკი­დებთ… მეს­მის, რომ დი­დად არ გა­დარ­დებთ და არც თავს შე­ი­წუ­ხებთ, მაგ­რამ თქვე­ნი უსა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გამო ღვთის სა­მარ­თალს ვერ­სად გა­ექ­ცე­ვით… ხში­რად ვის­მენ თქვენს ქა­და­გე­ბებს, უმე­ტე­სად სიყ­ვა­რულ­ზე სა­უბ­რობთ, მაგ­რამ მდოგ­ვის მარ­ცვლი­სო­დე­ნა სიყ­ვა­რუ­ლი არ გა­გაჩ­ნი­ათ… თქვენ ჩემი შვი­ლე­ბი გა­წი­რეთ და უმა­მოდ ყოფ­ნის­თვის გა­ი­მე­ტეთ. თქვენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­ა­მებ­ლად ბო­ლომ­დე გამ­რი­ყეთ და ემიგ­რა­ცი­ის უმ­ძი­მეს გზას გა­მი­ყე­ნეთ… პი­რო­ბას გაძ­ლევთ, თავს არას­დროს მო­გა­ნატ­რებთ და სა­ჯა­რო წე­რი­ლე­ბით ხში­რად მო­გი­კი­თხავთ" - წერს პეტ­რე კოლ­ხი.