loader

“შეიძლება გული დავწყვიტო ბევრ ჩვენს მხარდამჭერსაც მაგრამ…” - რას ამბობს მამუკა მდინარაძე ტრამპისა და რუბიოს განცხადებებზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“შეიძლება გული დავწყვიტო ბევრ ჩვენს მხარდამჭერსაც მაგრამ…” - რას ამბობს მამუკა მდინარაძე ტრამპისა და რუბიოს განცხადებებზე

"ერთ შემთხვევაშიც [მარკო რუბიოს განცხადება] და მეორე შემთხვევაშიც [დონალდ ტრამპის განცხადება], მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობისრეაქციები არის გადაჭარბებული", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, არც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებები უნდა იყოს შეშფოთების საგანი ქართული საზოგადოებისთვის და არც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ჩვეულებრივი მილოცვა და ობიექტური დამოკიდებულება უნდა იყოს გადაჭარბებულად შეფასებული.

„რუბიოს ამ წერილის ინტერპრეტაციაზე იყო შეშფოთება - რატომ თქვა ამ კაცმა ასე. და ტრამპის ერთ ჩვეულებრივ მილოცვაზე, ობიექტურ დამოკიდებულებაზე იყო რამე. პირდაპირ ვამბობ, არც აღსაფრთოვანებელია არაფერი იმაში, რომ ადამიანი ობიექტურად ამბობს სიმართლეს, მოცემულობით ვართ აღფრთოვანებული და ვაიმე, რა მაგარია - ესეც გადაზედმეტებულია. შეიძლება გული დავწყვიტო ბევრ ჩვენს მხარდამჭერსაც მაგრამ, ესეც შეიძლება გადაჭარბებული იყოს, რა მოხდა ისეთი, დიდი სახელმწიფოს, მეგობარი ქვეყნის ლიდერმა მოგვილოცა და თქვა ობიექტური რაღაცები. მანამდე, რუბიოს სიტყვების ინტერპრეტაცია, რომ ქართველ ხალხს [მიულოცა], აქაც რა არის შესაშინებელი? წინა დღეებშიც, [მარკო რუბიომ] ჟურნალისტს რაღაც პასუხი გასცა ზოგად კონტექსტში და ერთი მხრივ პანიკა, მეორე მხრივ რაღაც სიხარული - გადაჭარბებული რეაქციებია.“ - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი ცდილობს, საზოგადოებას დაანახოს ობიექტური რეალობა, სადაც აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას ამდენი ხნის მანძილზე საქართველოსთან მიმართებით დამოკიდებულება ღიად არ გამოუხატავს. მდინარაძის განცხადებით, ჩვენმა ქვეყანამ მსოფლიო გეოპოლიტიკაში საკუთარი სიტყვა უკვე თქვა და საქართველო ხელწამოსაკრავი ქვეყანა არ არის.

„ჩვენ გვაქვს ერთი სამწუხარო რეალობა: ობიექტურად, ვცდილობთ რომ ჩვენს მხარდამჭერებს, ზოგადად, ქართულ საზოგადოებას დავანახოთ სიმართლე. რეალურად, ცუდია ის, რომ ამდენი ხნის განმავლობაში - არგუმენტს იშველიებენ, რომ ვერ მოიცალეს. რა ვერ მოიცალეს? არ ვართ ჩვენ ხელწამოსაკრავი ქვეყანა. ქვეყანა, რომელმაც თავისი სიტყვა თქვა უკვე მსოფლიო გეოპოლიტიკაში. ჩვენ არც მარტივი ქვეყანა ვართ. ჩვენთან რომ ომი დაწყებულიყო, აქ, რეგიონში, შეიძლება ბევრი რამ შეცვლილიყო. ჩვენ რომ იმ მოთხოვნებს დავთანხმებოდით, რა მოთხოვნებიც სხვადასხვა მხრიდან ისმოდა კულისებში თუ ღიად - ღია გახსოვთ, კულისების მინიშნებებიც გახსოვთ. შეიძლება ბევრი რამე შეცვლილიყო, იქ რუსეთთან მიმართებაში: შეიძლება უფრო დასუსტებულიყო, უფრო გასჭირვებოდა რაღაცები, მაგრამ, ჩვენ რა დაგვემართებოდა? - სულ ვამბობდით, რატომ მიგყავარ ისეთ ომში, სადაც მე მოვკვდები და შენ რაღაც სარგებელი შეიძლება მიიღო, შეიძლება - არა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემგადაცემაში „ღამის კურიერი“.