loader

“გუშინ რომ დანიშნეს შს ე.წ. მინისტრად, „ნაციონალების“ დროს ეს ტიპი ვერ ასცდა ჩვეულებრივი გამომძიებლის თანამდებობას…” - რას თქვა მიხეილ სააკაშვილმა სააპელაციო სასამართლოში სასამართლო პროცესზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“გუშინ რომ დანიშნეს შს ე.წ. მინისტრად, „ნაციონალების“ დროს ეს ტიპი ვერ ასცდა ჩვეულებრივი გამომძიებლის თანამდებობას…” - რას თქვა მიხეილ სააკაშვილმა სააპელაციო სასამართლოში სასამართლო პროცესზე

"გუშინ რომ დანიშნეს შს ე.წ. მინისტრად, „ნაციონალების“ დროს ეს ტიპი ვერ ასცდა ჩვეულებრივი გამომძიებლის თანამდებობას და ამათ მინისტრად დააწინაურეს - ესაა განსხვავება იმ სისტემას შორის ჩემ დროს და დღევანდელ რეჟიმს შორის, ჩვენ ვაწინაურებდით საუკეთესოებს", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სააპელაციო სასამართლოში სასამართლო პროცესზე განაცხადა.

სააკაშვილის თქმითვე, „უნდა გვესმოდეს, რომ მიუხედავად ყველა სიძნელისა, ეს რეჟიმი პრაქტიკულად, დასრულებულია“.

„გუშინ რომ დანიშნეს შინაგან საქმეთა ე.წ. მინისტრად, „ნაციონალების“ დროს ეს ტიპი ვერ ასცდა ჩვეულებრივი გამომძიებლის თანამდებობას და ამათ მინისტრად დააწინაურეს. ეს არის განსხვავება იმ სისტემას შორის ჩემ დროს და დღევანდელ რეჟიმს შორის. ჩვენ ვაწინაურებდით საუკეთესოებს, საუკეთესოები მიდიოდნენ წინ და მთელს მსოფლიოში არიან მოდებულები. ძალიან ბევრი თაობის კონსულტანტები არიან, ბიზნეს კონსულტანტები არიან და ამ ხალხს მართლა აქვს გასავალი იმიტომ, რომ ჩვენი პერიოდის ყველაზე საამაყო ავტორები იყვნენ. ჩვენი ამოცანაა, რომ ეს ბრძოლა გავშალოთ, გავაძლიეროთ. მე ტყუილად არ ჩამოვსულვარ, ტყუილად არ გადავდე თავი. ხომ ხედავთ, მეგობრებო, ყველაფერი რაზეც მე გაფრთხილებდით, ყველაფერი, რისიც მეშინოდა, ყველაფერი, რაზეც ხმამაღლა, გავყვიროდი მთელი ეს წლები, თავიდან ბოლომდე მართალი, სიმართლე აღმოჩნდა. უნდა გვესმოდეს, რომ მიუხედავად ყველა სიძნელისა, ეს რეჟიმი პრაქტიკულად, დასრულებულია“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა გუშინ თანამდებობა დატოვა. შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ვახტანგ გომელაურსგელა გელაძე შეცვლის. გელაძე მინისტრის პოსტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემგუშინვე წარადგინა.