“24 მაისს გამიტაცეს, თვალები ამიხვიეს, 2 დღე თვალებახვეული მატარეს და ჩამტენეს თვითმფრინავში” - რა თქვა გიორგი ბაჩიაშვილმა სასამართლო პროცესზე
საქართველოს წარმომადგენლებმა ბიძინა ივანიშვილის დავალებით მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებითჩამომიყვანეს საქართველოში, - ამის შესახებ „თანაინვესტირების ფონდის" ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
ბაჩიაშვილის თქმით, ის საქართველოში თვითმფრინავით ჩამოიყვანეს.
„აბსოლუტურად უდანაშაულოდ ვთვლი თავს, ყველა სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც ჩემს წინააღმდეგ მიმდინარეობს. დღეს დამტკიცდა, რომ საქართველოში მე ვარ ივანიშვილის პირადი პატიმარი.
მე კიდევ ერთ, ძალიან დიდი საერთაშორისო დანაშაულის შესახებ მინდა გიამბოთ, საერთაშორისო დანაშაულის შესახებ, რომელიც პირდაპირ ივანიშვილის დაკვეთით მოხდა.
შაბათს, 24 მაისს, მე გამიტაცეს საზღვარგარეთიდან, თვალები ამიხვიეს, 2 დღე თვალებახვეული მატარეს, ადვოკატის, პროკურორის, მოსამართლის და ოჯახის შეტყობინების გარეშე, შემდეგ პირდაპირ, მოტაცებული ჩამტენეს „აირზენას“ თვითმფრინავში, ყველა კანონის დარღვევით ჩამომიყვანეს მოტაცებული საქართველოში. საქართველოს ისტორიას ძალიან ბევრი საქმე ახსოვს... გამოძალვის სპეცოპერაციამ საერთაშორისო მასშტაბები შეიძინა...
საქართველოს წარმომადგენლებმა ბიძინა ივანიშვილის დავალებით მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში",- განაცხადა ბაჩიაშვილმა.
ვიდეო: "TV პირველი"