რას წერს გია ნიკოლაძე მერაბ დვალიშვილთან სკანდალური დაპირისპირების შემდეგ?
"მერაბის ოჯახისგან და მერაბისგან მოხდილი ბოდიში მიღებულია და კონფლიქტიც ამოწურულია", - ამის შესახებ "ნიკოლშოუს" სოლისტი, გია ნიკოლაძე "ფეისბუქში" წერს და ასე ეხმიანება ბოლო დღეების გახმაურებულ ამბავს.
"მერაბის ოჯახისგან და მერაბისგან მოხდილი ბოდიში მიღებულია და კონფლიქტიც ამოწურულია, მაგრამ ყველაფერში დამნაშავე ენატარტალები ჩემიც და მერაბ დვალიშვილის მხრიდანაც სამაგალითოდ დაისჯებიან!დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის, გაუმარჯოს ერთიან საქართველოს!
მერაბს მალე ახალი ბრძოლა აქვს და ყველა ერთად ვგულშემატკივრობთ ! გაუმარჯოს ქრისტეს სიტყვის ძალით მართულ ერთიან საქართველოს!", - წერს გია ნიკოლაძე.
ცნობისთვის, მ ცოტა ხნის წინ, მერაბ დვალიშვილის გულშემატკივრებმა შეამჩნიეს, mma-ს მებრძოლი ოქტაგონზე თავისი ტრადიციული სიმღერის ფონზე აღარ გამოდის. ეს იყო "ნიკოლშოუს“ ენერგიული ჰიტი "მიდი, მიდი, მოვდივარ - ცხოვრება თამაშია“, რომელიც მერაბის გამოსვლებს განსაკუთრებულ ემოციურ განწყობას სძენდა. დარბაზში მყოფი გულშემატკივრებისთვის დასამახსოვრებელია იყო ის მომენტები, როდესაც მერაბი ფაფახითა და საქართველოს დროშით გამოდიოდა ოქტაგონზე, ხოლო ფონად ჟღერდა ზუსტად ეს მუსიკა - სიმღერა, რომელიც ბევრისთვის მერაბის სპორტულ გამარჯვებებთან იყო ასოცირებული. რატომ გაქრა ოქტაგონიდან ცნობილი ჰიტი?
ამ კითხვაზე პასუხი რამდენიმე დღის წინ დიმა ობოლაძის გადაცემაში გაჟღერდა. სტუდიაში იმყოფებოდა დვალიშვილის მეგობარი, გიორგი კიკნაძე, რომელიც 13 წელია შტატებში ცხოვრობს და ობოლაძის კითხვაზე ვრცელი განმარტება გააკეთა, რაც სიმღერის ავტორისთვის უსიამოვნო მოსასმენი აღმოჩნდა
გიორგი კიკნაძე"აღმოჩნდა, რომ მერაბს ძალიან უყვარდა ეგ სიმღერა. შონ ომალისთან ჩხუბამდე ფონად ეს იყო ხოლმე ჩართული. იუმორისტ ვახო ბიჭიკაშვილს ყველა იცნობთ, ბოლო წლებია ამერიკაში ცხოვრობს. ცოტა ხნით ადრე, ვახო მოდის ჩემთან და მეუბნება, - ნახე, რა მომწერესო - "ნიკოლშოუმ", გია ნიკოლაძემ მოითხოვა თანხა, რადგან მერაბი მისი სიმღერით გადიოდა. საუბარი იყო იმაზე, რომ თანხა მას კი არ უნდოდა, უბრალოდ, სთხოვდნენ. იმდენად ცუდად იყო გადმოცემული ეს ამბავი, რომ მეწყინა. ვუთხარი, - ვახო, გასაგებია და მოდი, ვისაუბროთ, რა თანხაზეა საუბარი. ეს არ მისულა მერაბის ყურამდე. ვუთხარი, დარეკე და დაველაპარაკები, თუ რაღაც ისეთი თანხაა, მირჩევნია, მე გადავიხადო. რადგან მერაბს უყვარს ეგ სიმღერა და ოქტაგონზე რომ გამოდიოდა ხოლმე, ისეთი ტემპი და რიტმი აქვს, მთელი ქართველები ემოციურად ხვდებოდნენ. როდესაც ვესაუბრე ამ ადამიანს, ასტრონომიული თანხა მითხრა. ამ თანხას თუ გადაიხდისო. ოღონდ ამასაც ვიტყვი, რომ მითხრა, თუ მერაბი იხდის, არ მინდაო და თუ mma იხდის, უნდა ავიღო ეგ თანხაო.
გავიდა რამდენიმე დღე და კიკნაძის მოყოლილ ვერსიას, თავად სიმღერის ავტორი - გია ნიკოლაძე გამოეხმაურა ვიდეოჩანაწერით, რომელშიც პირდაპირ მერაბ დვალიშვილს მიმართავს:გია ნიკოლაძე:
"მერაბ დვალიშვილო, შენ მოგმართავ. რამდენჯერ მოგწერე, გაქე, შენი ფანი რომ ვარ, გითხარი, ერთი პასუხის ღირსად არ ჩამთვალე. რა იყო, რა დაგემართა. ისევ შენიანებმა თუ არ გამოგასწორეთ და არ გიშველეთ, მაგ შენს რასაც თავში ატყორცნა, ჰქვია. ღმერთმა ქნას, რომ არ გქონდეს. ის სამი დასხდნენ იქ და გადმოყარეს ენები. ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ პირისპირ არ დავილაპარაკეთ. დაავლე ჩემს სიმღერას ხელი, მოიგდე კისერზე, წაიღე და გამოიყენე. ამახიე თუ რა ქენი, ვერ გავიგე.