"ფორმალურად არც გირაოს გადახდის ვადა გასულა, და არც სასამართლოს არ გამოუტანია აღკვეთის შეცვლის გადაწყვეტილება!" - რას წერს ნიკა გვარამია ნიკა მელიას დაკავებაზე
„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ლისის ტბის ასახვევთან დააკავეს, თუმცა მისი თქმით, მელიას დაკავების საფუძველი არ არსებობდა.
გვარამიას განცხადებით, მელიას გირაოს გადახდის ვადა ჯერ არ არის ამოწურული, და არც სასამართლოს გამოუტანია გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ.
„ნიკა დააკავეს მანქანაში, ლისის ტბის ასახვევთან.
არც ერთი საფუძველი არ არსებობს: ფორმალურად არც გირაოს გადახდის ვადა გასულა, და არც სასამართლოს არ გამოუტანია აღკვეთის შეცვლის გადაწყვეტილება!“, - წერს გვარამია.