loader

"ნიკა მელიას დაკავება და დაკავების დეტალები არის რუსული რეჟიმის შიშის მანიფესტი" - „წინააღმდეგობის პლატფორმა“ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ნიკა მელიას დაკავება და დაკავების დეტალები არის რუსული რეჟიმის შიშის მანიფესტი" - „წინააღმდეგობის პლატფორმა“

ნიკა მელიას დაკავება, მისი დაკავების დეტალები არის რუსული რეჟიმის შიშის მანიფესტი. ამის შესახებ ნათქვამია "წინააღმდეგობის პლატფორმის" განცხადებაში.

გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ “კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა მელიას დაკავება კიდევ ერთხელ აჩვენებს როგორც ქართულ საზოგადოებას, ისე საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პირობებში ქვეყანაში შეუძლებელია სამართლიანი და მშვიდობიანი გარემოს შექმნა.

"როცა ისმის შეკითხვა, რატომ არ უნდა ითანამშრომლო რეჟიმთან პასუხი ნათელია - ართანამშრომლობის თითოეული აქტი, დაუმორჩილებლობის თითოეული გამოვლინება იწვევს რეჟიმის სისუსტის, შიშის და დანაშაულებრივი ბუნების მეტ ლუსტრაციას. ნიკა მელიას გატაცების შემდეგ საქართველოს საზოგადოებისთვის და ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებისთვის კიდევ უფრო ცხადია, რომ ივანიშვილის რუსული რეჟიმის პირობებში შეუძლებელია სამართლიანი და მშვიდობიანი გარემოს, ნორმალურთან მიახლოებული პოლიტიკური ვითარების შექმნა საქართველოში. სოლიდარობა ნიკა მელიას და ყველა პოლიტიკურ პატიმარს !",- ნათქვამია განცხადებაში.