loader

რას წერს ნიკა მელიას ცოლი, პოლიტიკოსის დაკავების შემდეგ? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას წერს ნიკა მელიას ცოლი, პოლიტიკოსის დაკავების შემდეგ?

გვი­ან ღა­მით, ლი­სის ტბის ასახ­ვევ­თან "კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის" ერთ-ერთი ლი­დე­რი ნიკა მე­ლია და­ა­კა­ვეს. ინ­ფორ­მა­ცია ამის შე­სა­ხებ კო­ა­ლი­ცი­ის პრეს­სამ­სა­ხურ­მა გა­ავ­რცე­ლა. მე­ლია სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მა­ში - „ორ ცე­ცხლს შუა“ - მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მიზ­ნით მი­ე­მარ­თე­ბო­და.

რო­გორც კო­ა­ლი­ცი­ის პრეს­სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მი­რან­და ბა­ღა­თუ­რია ამ­ბობს, მისი ავ­ტო­მო­ბი­ლი სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ამ გა­ა­ჩე­რა, ხოლო მა­ლე­ვე ად­გილ­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 100-მდე სა­მო­ქა­ლა­ქო ფორ­მა­ში ჩაც­მუ­ლი პირი, მათ შო­რის კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, გა­მოჩ­ნდნენ. დაც­ვის წევ­რებს წა­არ­თვეს ტე­ლე­ფო­ნე­ბი, ამო­ი­ღეს ჩი­პე­ბი და გა­და­აგ­დეს. მე­ლია ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით ავ­ტო­მო­ბი­ლი­დან გად­მო­იყ­ვა­ნეს და სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სით წა­იყ­ვა­ნეს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, ნიკა მე­ლია და­კა­ვე­ბუ­ლია ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 173-ე მუხ­ლით, რაც გუ­ლის­ხმობს სა­მარ­თალ­დამ­ცავ­თა სი­ტყვი­ერ ან/და სხვაგ­ვარ შე­უ­რა­ცხმყო­ფელ ქმე­დე­ბას მათი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას.

და­კა­ვე­ბამ დიდი ვნე­ბა­თა­ღელ­ვა გა­მო­იწ­ვია პო­ლი­ტი­კურ წრე­ებ­ში და ნიკა მე­ლი­ას ოჯახ­ში. ეკა ხერ­ხე­უ­ლი­ძემ და მა­ი­კო ბე­გი­აშ­ვილ­მა, მე­ლი­ას მე­უღ­ლემ, მომ­ხდარს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ემო­ცი­უ­რად გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ.

ეკა ხერ­ხე­უ­ლი­ძემ მა­ი­კო ბე­გი­აშ­ვილს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სო­ლი­და­რო­ბა გა­მო­უ­ცხა­და. ხერ­ხე­უ­ლი­ძემ აღ­ნიშ­ნა – "ესეც გა­ივ­ლის და ყვე­ლა­ფე­რი მაგ­რად იქ­ნე­ბა", ხოლო ბე­გი­აშ­ვილ­მა ხუმ­რო­ბით მი­უ­წე­რა: "გე­ლამ გამ­ტა­ცა ქმა­რი".

ნიკა მე­ლი­ას პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის მი­მართ მე­დი­ის ინ­ტე­რე­სიც ყო­ველ­თვის დიდი იყო. მისი და მა­ი­კო ბე­გი­აშ­ვი­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა 2014 წლი­დან და­ი­წყო.

მათ ჰყავთ სა­ერ­თო შვი­ლი - ალექ­სან­დრე. მა­ი­კო ბე­გი­აშ­ვი­ლი ნი­კა­ზე 8 წლით უფ­რო­სია და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რებ­ში მუ­შა­ობ­და. წარ­სულ­ში და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი იყო და ჰყავს უფ­რო­სი ვაჟი. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ქორ­წი­ნე­ბა მე­ლი­ას­თან დღემ­დე არ და­უ­დას­ტუ­რე­ბი­ათ.