loader

ლიკა ლორთქიფანიძეს, რომელსაც შსს „ქართული ოცნების“ დეპუტატის, მარიამ ლაშხის შეურაცხყოფას ედავებოდა, 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლიკა ლორთქიფანიძეს, რომელსაც შსს „ქართული ოცნების“ დეპუტატის, მარიამ ლაშხის შეურაცხყოფას ედავებოდა, 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

ლიკა ლორთქიფანიძეს, რომელსაც შსს „ქართული ოცნების" დეპუტატის, მარიამ ლაშხის შეურაცხყოფას ედავებოდა, 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

გადაწყვეტილების გამოცხადებამ სასამართლო დარბაზში ხმაური გამოიწვია, რის შემდეგაც სასამართლო მანდატურის სამსახურმა რამდენიმე პირს სასამართლოს შენობა დაატოვებინა, მათ შორის რამდენიმე ჟურნალისტს.

ცნობისთვის, 17 მაისს „ქართული ოცნების" დეპუტატი მარიამ ლაშხი, მცირეწლოვან შვილებთან ერთად კაფეში იმყოფებოდა, რა დროსაც მასთან 3 აქტივისტი გოგო შეძახილებით მივიდა. დეპუტატმა მათ წინააღმდეგ ადმინისტრაციული დავა, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფის ბრალდებით დაიწყო, რაც 1500 ლარიდან - 4000 ლარამდე ჯარიმას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს, 45 დღის ვადით.