loader

"ეს უკვე ყველა ზღვარს გასცდა.... შოკირებულები ვართ... " - თემურ თათარაშვილი რუსულ მედიასთან საუბრისას Tbilisi Open Air-ზე ერეკლე გეწაძის პერფორმანსს ეხმაურება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს უკვე ყველა ზღვარს გასცდა.... შოკირებულები ვართ... " - თემურ თათარაშვილი რუსულ მედიასთან საუბრისას Tbilisi Open Air-ზე ერეკლე გეწაძის პერფორმანსს ეხმაურება

მომღერალ ერეკლე გეწაძის მიერ რუსეთის დროშის შეურაცხყოფა ყველა ზღვარს გადასცდა - ამის შესახებ ქართველმა მომღერალმა და მუსიკოსმა თემურ თათარაშვილმა 25 მაისს „იზვესტიასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ძალიან მახინჯი საქციელია. ქართველების უმეტესობა ჩემს აზრს იზიარებს. ჩემი აზრით, ეს უკვე ყველა ზღვარს გასცდა. ყველას უნდა ჰქონდეს გარკვეული პოზიცია. ზოგს მოსწონს, ზოგს - არა, მთავრობას ან ქვეყანას. მაგრამ ეს საქციელი უკვე ზედმეტია“, - აღნიშნა მან.

მუსიკოსმა იმედი გამოთქვა, რომ ეს სიტუაცია გავლენას არ მოახდენს რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს ხალხებს შორის ურთიერთობებზე.

„ვფიქრობ, რომ ნორმალური ადამიანები ყველაფერს ისე იღებენ, როგორც უნდა იყოს. ხოლო არანორმალური ადამიანები ყოველთვის განსხვავებულად მოიქცევიან. მოდით, ვიცხოვროთ მშვიდობით, ეს არის ის, რისი თქმაც მინდა. და იმედი მაქვს, რომ მშვიდობით ვიცხოვრებთ“, - თქვა თათარაშვილმა.

ქართველმა მომღერალმა ერეკლე გეწაძემ Tbilisi Open Air-ის ფესტივალზე მიმდინარე კონცერტის დროს წარმოადგინა პერფორმანსი რუსეთის დროშის გამოყენებით, რაც რუსულმა მედიამ და Telegram-ის არხებმა „რუსული სამფეროვანი დროშის შეურაცხყოფად“ შეაფასეს.

„რუსი სამართალდამცველები შეფასებას მისცემენ საქართველოში რუსული სამფეროვანი დროშით „შესრულებულ“ პერფორმანსს“, - დაწერა თავის Telegram არხზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.

როგორც რუსული მედია წერს, ქართველმა მუსიკოსმა ერეკლე გეწაძემ Tbilisi Open Air მუსიკალურ ფესტივალზე გამოსვლისას რუსეთის დროშა შეურაცხყო: „მომღერალმა ჯერ რუსული სამფეროვანი დროშა დააგდო იატაკზე, შემდეგ აიღო და პაკეტში ჩადო. ამის შემდეგ კი, გეწაძემ ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების (მოშარდვის) იმიტაცია მოახდინა“.