"შვეიცარიაში ძროხას მეტი უსაფრთხოების გარანტიები აქვს, ვიდრე საქართველოში ბავშვს - რა ვიცი, ზოგიერთებს “ეგეთი ევროპა” არ უნდათ. მთავარია არ “გავირყვნათ” - რას წერს მაია ბუწაშვილი
ინფექციონისტი მაია ნუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
"ალბათ ყველამ ნახა კადრები, შვეიცარიაში მეწყერის ჩამოწოლამდე როგორ აკეთებდნენ ძროხების ევაკუაციას. ადამიანებზე აღარაფერს ვამბობ. არადა მახსოვს, ჩვენთან გვიმტკიცებდნენ, წინასწარ პროგნოზირება და ხალხის გადარჩენა შეუძლებელიაო.მოკლედ, შვეიცარიაში ძროხას მეტი უსაფრთხოების გარანტიები აქვს, ვიდრე საქართველოში ბავშვს.რა ვიცი, ზოგიერთებს “ეგეთი ევროპა” არ უნდათ. მთავარია არ “გავირყვნათ”, თორემ მეწყერში დამხრჩვალ, წყალდიდობისას ვერ გამოყვანილ, სამშენებლო ორმოებში დაღუპულ, მშიერ ბავშვებს რა უჭირს..."