loader

რას ამბობს ზვიად ხარაზიშვილი გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ მან შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ამბობს ზვიად ხარაზიშვილი გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ მან შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს?

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობასთან პოლიციელის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი მივიდა.

„ინტერპრესნიუსს“ კითხვაზე, თუ რას იტყოდა გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ მან დაკავებული თანამდებობდა შესაძლოა დატოვოს, უპასუხა, რომ „ყველაფერი შესაძლებელია".

„არანაირი სურვილი არ მაქვს ახლა ამ ჩაწერების და მიმოწერების”,- განაცხადა ხარაზიშვილმა.

კითხვაზე, შესაძლოა, თუ არა რომ თანამდებობა დატოვოს, გდდ-ს ხელმძღვანელმა ეს არ გამორიცხა.

„ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ ახლა...“,- განაცხადა ხარაზიშვილმა.

კითხვაზე, ახლა განიხილავთ თუ არა, ასე უპასუხა: „არაფერს“.

კიდევ ერთხელ დასმულ კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, უახლოეს პერიოდში არ იყოთ თანამდებობაზე, ასე უპასუხა:

„შესაძლებელი ყველაფერია“,- განაცხადა ხარაზიშვილმა "ინტერპრესნიუსთან".