ჯილდო ვახტანგ გომელაურს, ახალი მინისტრის მიმართვა და ღონისძიების სხვა დეტალები - რა ხდებოდა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე?
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობასთან პოლიციელის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების გახსნის შემდეგ სამართალდამცავებს შინაგან საქმეთა ახლად დანიშნულმა მინისტრმა გელა გელაძემ მიმართა.
სიტყვით გამოვიდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ასევე მიხეილ ყაველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, დედაქალაქის მერი კახა კალაძე.
ღონისძიებას დაესწრო ყოფილი შს მინისტრი ვახტანგ გომელაური, ასევე გდდ-ს ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი, იგივე "ხარება".