"ბატონ მელიას მოსატაცებელი არაფერი სჭირს" - ირაკლი კობახიძე
ბატონ მელიას მოსატაცებელი არაფერი სჭირს, ნამდვილად. არ ვიცი, რაზე აქვს პრეტენზიები - კანონს ვინც დაარღვევს ყველას მოუწევს პასუხისგება კანონის წინაშე, მან პატივი არ სცა საქართველოს პარლამენტს, არ მივიდა საგამოძიებო კომისიაზე და აღსრულდა კანონი მის მიმართ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, როდესაც ისაუბრა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების თაობაზე.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ყველამ უნდა დაიმახსოვროს, რომ კანონის უპატივცემულობა, შესაბამისი წესით დაისჯება.