"ტრაგიკულად დაიღუპა ჩვენი კლინიკის ექთანი" - ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. დაიღუპა ექთანი მეგი კუპრაშვილი.
Info imereti-ს ცნობით, მეგი კუპრაშვილი თერჯოლაში, ნახშირღელეში, ავარიის შედეგად დაიღუპა.
"დღეს, ტრაგიკულად დაიღუპა ჩვენი კლინიკის ექთანი, მეგი კუპრაშვილი. მისი პროფესიონალიზმი, თავდადება და ადამიანური სითბო წარუშლელ კვალს ტოვებს ჩვენს გულებში. ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს და ჩვენი კლინიკის მთელ გუნდს" - ნათქვამია სამძიმრის წერილში.