loader

უმძიმესი ავარიის კადრები ქობულეთი-ბათუმის შემოვლითი გზიდან: შეჯახების შედეგად, სატვირთო და მსუბუქი მანქანები გზის სავალი ნაწილიდან გადავარდნენ: დაიღუპა ახალგაზრდა მამაკაცი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უმძიმესი ავარიის კადრები ქობულეთი-ბათუმის შემოვლითი გზიდან: შეჯახების შედეგად, სატვირთო და მსუბუქი მანქანები გზის სავალი ნაწილიდან გადავარდნენ: დაიღუპა ახალგაზრდა მამაკაცი

ქობულეთი-ბათუმის შემოვლით ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცია. რაც შეეხება დაშავებულს, ის კლინიკაშია გადაყვანილი.

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქო ავტომობილი შეეჯახა. ორივე მათგანი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ამოყირავდა.

შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებული.