ზუგდიდის ერთ-ერთი სკოლიდან გავრცელებული კადრები განხილვის თემად იქცა - "ამ ვიდეოს ნახვის მერე, ჩემი რუსი ცოლიც აღშფოთებულია..."
"ზუგდიდის სკოლა, სადაც გაკვეთილის დაწყებამდე პედაგოგი მოსწავლეს რუსულად ამღერებს" - კადრებს ადგილობრივი მედია - ODISHI TV სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
ვიდეო სოციალურ ქსელში განხილვის თემად იქცა.
"ამ ვიდეოს ნახვის მერე, ჩემი რუსი ცოლიც რომ აღშფოთებულია...
რუსულის გაკვეთილია ალბათ, ვისაც უნდა მღერის ან სწავლობს რას ხედავთ აქ?! მაშინ აიკრძალოს რუსული ფაკულტეტი საქართველოში! რუსულ გაკვეთილზე საუბარი და სიმღერა რუსულად რა გასაკვირია?!
ხომ შეილება ხვალისთვის, "ულიტაიტე ვორანი" შევუკვეთო?!
ეს მასწავლებელი სკოლიდან გასაგდებია!
ვიცინოთ ყველაფერზე, ვიღადაოთ...
დაფაზე წერია რუსულად, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსულის გაკვეთილია. პედაგოგს ყველა თავისებური მიდგომა აქვს, ნუ გადაუვლით აწი ამ ქალს და ზუგდიდს. ყველგან და ყველაფერში რომ ცდილობთ პოლიტიკის ჩაკვეხვას, ეგ ხალხი ხართ ამ ქალზე უფრო მეტად საოცარი...
ქალბატონი არის რუსულის მასწავლებელი. ამ ასაკის ბავშვს ძალით ვერაფერს ვერ გააკეთებინებ და თუ ბავშვს აქვს მენტალური პრობლემა, ან არის სპეციალური საჭიროების მქონე, პედაგოგი მას კი ვერ უკრძალავს, პირიქით ხელს უწყობს რადგან არასწორმა მიდგომამ შეიძლება უფრო რთული და ცუდი შედეგი გამოიღოს. ყოვლის მცოდნეებო დააკვირდით, ქალი როგორ უდგება მოსწავლეს.. ისე გაიშვერთ ხელს სხვისკენ, თავად 10 სიტყვიდან 5-ს რუსულს იყენებთ, რა გჭირთ ხალხნო ყველაფერში ცუდს და ბოროტს რატომ ხედავთ???
და იქნებ, რუსულის გაკვეთილზე თვითონ მოსწავლემ გამოთქვა სურვილი ემღერა. იქნებ, განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეა და ასე დასჭირდა გამოეხატა. ყველაფერზე მორალისტობა არ შეიძლება.
რა ენაზე იმღერებს ადამიანი ამას არსებითი მნიშვნელობა ააქვს?
ინგლისურის გაკვეთილზე ბავშვები ინგლისურად რომ მღერიან, მშობლები სიხარულით აღარ არიან.
ანუ რუსულის გაკვეთილი მიმდინარეობს აშკარად და თუ რუსულად წაიმღერეს ცოდვაში ჩადგეს ფეხი?
ეს თუ სიმართლეა, ამ სიმღერის ფონზე სიამოვნებით დავაწიწკნიდი თმებს ამ ქალს...
ნოსტალგია აქვს ალბათ, ახლგაზრდობის, მოსკოვების და აშ. თორე ამ კონკრეტული სიმღერის სასწავლო პროცეთან დაკავშირება ძალიან ძნელია. დარწმუნებული ვარ, ვერანაირ ლოგიკურ ბმას ვერ ხედავს ჩემსავით ბევრი. ისე ამაყად დგას, თითქოს შოსტაკოვიჩს აზიარა.
დარწმუნებული ვარ, სხვა მოტივი აქვს ამ ნამღერს. ამათმა გამოიყენეს როგორც უნდათ. ძალიან საყვარლები არიან, ყველაფერს ნუ აპოლიტიზირებთ" - წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები ვიდეოს კომენტარებში.