"ძალიან განვიცდი ამ დიდ ტრაგედიას, სულ რაღაც 24 წლის იყო" - თერჯოლაში მომხდარი ტრაგედიის დეტალები
30 მაისს უმძიმესი ავტოსაგზაო შემთხვევა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელეში მსხვერპლით დასრულდა. როგორც ირკვევა, ავტომობილი ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც ორი ადამიანი ადგილზე დაიღუპა.
შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფოს ბრიგადას და სამართალდამცავებს მანქანაში მყოფი ორი მგზავრი გარდაცვლილი დახვდა. ცნობილია ერთ-ერთი გარდაცვლილი ახალგაზრდას ვინაობა, ის ტყიბულის სოფელ ცუცხვათში მცხოვრები 24 წლის მეგი კუპრაშვილია.
არსებული ინფორმაციით, სამწუხაროდ ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარეა. როგორც ირკვევა, სწრაფად მოძრავი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც ადგილზე ორი ადამიანი დაიღუპა. დაღუპულები ქუთაისის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს, ცხედრებს ექსპერტიზა ჩაუტარდათ, რის შემდეგ ისინი სახლებში გადასვენეს.