loader

"კვარას" და პსჟ-ს სრული ტრიუმფი - ხვიჩამ ფინალში გაიტანა და "პარი სენ ჟერმენთან" ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კვარას" და პსჟ-ს სრული ტრიუმფი - ხვიჩამ ფინალში გაიტანა და "პარი სენ ჟერმენთან" ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო

ჩემპიონთა ლიგის ფინალში პსჟ-მ „ინტერი“ აშკარად დაჯაბნა, 5:0 გაანადგურა და ისტორიაში პირველად გახდა ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის გამარჯვებული.

ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ში გადასვლიდან ხუთი თვის შემდეგ ფინალში გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

ორივე გუნდმა მატჩი ოპტიმალური შემადგენლობით დაიწყო. „პარი სენ ჟერმენი“ თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას და ჰაკიმიმ დუეს გადაცემით დააწინაურა. შემდეგ კვარაცხელიას დარტყმული ბურთი ასცდა მიზანს. ცოტა ხანში კი ხვიჩას წამოწყებული სწრაფი კონტრიერიში დემბელემ გააგრძელა და დუემ დიმარკოსგან რიკოშეტით დააგვირგვინა. პარიზელები მეტოქეს მაღალი პრესინგით ხვდებოდნენ და იერიშების საშუალებას უზღუდავდნენ. ბოლოს "კვარას" დარტყმული ბურთი ჯერ მცველმა დაბლოკა და კარს ოდნავ ასცდა, ხოლო მერე თავურით სცადა გატანა, რაც არ გამოუვიდა და პირველი ტაიმი 2:0 დასრულდა. განაგრძეთ კითხვა>>>