“ერთს მილიონები ჰქონდა, მეორეს მილიარდები, მაგრამ არაფერი გამოსდიოდათ ათეული წლების განმავლობაში” - რას წერს რომან გოცირიძე ხვიჩა კვარაცხელიაზე
პოლიტიკოსი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელშო წერს:
"ჩემს და კიდევ უფროს თაობას ახსოვს გამონათქვამი იმ ფილმიდან: მილიონს რომ ერთი კაპიკი აკლდეს, მილიონი არ იქნებოდაო.
ხვიჩას გარეშე ნაპოლი ჩემპიონი ვერ გახდებოდა, ხვიჩას გარეშე პსჟ ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებდა. ერთს მილიონები ჰქონდა, მეორეს მილიარდები, მაგრამ არაფერი გამოსდიოდათ ათეული წლების განმავლობაში. მოვიდა ხვიჩა, ის რაც აკლდათ, კაპიკი კი არა, ბრილიანტი და საოცრებაც მოხდა.
ხვიჩამ საქართველო გააცნო იტალიას, ახლა საფრანგეთს აცნობს.
სპორტი უდიდესი კულტურული და პოლიტიკური ფაქტორია."