“უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო ხვიჩას მეუღლეს, ნიცა თავაძეს” - რა საჩუქარი გაუკეთა “კვარას” მეუღლემ საბა საპანაძეს
"Geoteam"-ის დამფუძნებლის საბა საპანაძის თქმით, მაშინ, როდესაც ყველანაირი იმედი გადაწურული ქონდა, რომ მიუხენში, პსჟ-სა და "ინტერის" ჩემპიონთა ლიგას დასწრებოდა, ხვიჩა კვარაცხელიას მეუღლემ, ნიცა თავაძენ სიურპრიზი გაუკეთა და ბილეთი გამოუგზავნა.
ქართველმა ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-სთან ერთად კარიერის უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. "კვარა" ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია.
ფინალში, რომელიც მიუნხენში გაიმართა, პარიზულმა კლუბმა "ინტერი" ანგარიშით 5-0 დაამარცხა. ვნახეთ ჩემპიონთა ლიგაზე პირველი ქართული გოლიც.