"წარმოუდგენლად გვიმძიმს ამ სიტყვების დაწერა..." - მწერალი მალხაზ ხარბედია გარდაიცვალა
მწერალი მალხაზ ხარბედია 51 წლის ასაკში გარდაიცვალა.
„წარმოუდგენლად გვიმძიმს ამ სიტყვების დაწერა - გარდაიცვალა მალხაზ ხარბედია, ქართველი მწერალი და ლიტერატურისმცოდნე, „არილის“ რედაქტორი და მასულდგმულებელი ძალა“, - წერს გამოცემა „არილი“.
მალხაზ ხარბედია ბოლო პერიოდში მძიმე სენს ებრძოდა.