დაიღუპა 19 წლის გოგო, რომელიც დასასვენებლად იმყოფებოდა: ვარაუდობენ, რომ ფრენის დროს პანიკური შეტევა ჰქონდა - მონტენეგროში მომხდარი ტრაგედიის დეტალები
მონტენეგროში, პარასეილინგის დროს, 19 წლის ტურისტი გოგო დაიღუპა.
მან პანიკაში უსაფრთხოების ღვედი გახსნა და 48 მეტრის სიმაღლიდან წყალში ჩავარდა.
ინფორმაციას New York Post-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, ქალი მონტენეგროში ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე დასასვენებლად იმყოფებოდა.
ახალგაზრდა ქალის მიერ უსაფრთხოების ღვედის გახსნის და ვარდნის მომენტი კამერამ გადაიღო.
მედიის ცნობით, ჯერჯერობით უცნობია რატომ გადაწყვიტა ქალმა უსაფრთხოების ღვედის გახსნა და ფრენის დაწყებიდან რამდენ ხანში მოხდა ტრაგედია.
ვარაუდობენ, რომ მას ფრენის დროს პანიკური შეტევა ჰქონდა.