"გვქონდა კონსულტაციები და ეს გადაწყვეტილება ერთხმად მივიღეთ" - ხვიჩა კვარაცხელია, კახა კალაძე და ზაზა ფაჩულია წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგინეს
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის, ხვიჩა კვარაცხელიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ. ამასთან, როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, უმაღლეს საკლუბო ტურნირებში მიღებული უმაღლესი ჯილდოების გამო, წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ კახა კალაძეს და ზაზა ფაჩულიას.