loader

"ყელს გამოგჭრი...შენი დედა ***" - რა ხდება გლდანში ერთ-ერთ კორპუსში, სადაც სასწრაფო და სამაშველო ბრიგადები თითქმის ყოველ დღეა მობილიზებული - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ყელს გამოგჭრი...შენი დედა ***" - რა ხდება გლდანში ერთ-ერთ კორპუსში, სადაც სასწრაფო და სამაშველო ბრიგადები თითქმის ყოველ დღეა მობილიზებული

კორპუსი,რომელსაც კადრებში ხედავთ, ერთი შეხედვით თბილისის სხვა შენობებისგან არაფრით განსხვავდება.

გლდანის მე-5 მიკრო რაიონის მე-6 კორპუსთან მუდმივად ხმაურია. ხშირად შენიშნავთ, სასწაფო და სამაშველო ბრიგადებსაც. ბოლო რამდენი დღეა ადგილობრივები დახამრებას ყველა უწყებას სთხოვენ. ამბავი, ფართო მასებისთვის მას შემდეგ გახმაურდა, რაც 40 წლამდე ტყუპმა ძმამ კორპუსში გაზი გაუშვა.

როგორც მეზობლები ამბობენ, ბიჭები ექიმების ოჯახში გაიზარდნენ, განსაკუთრებული ფსიქიკური პრობლები კი მშობლების გარდაცვალების შემდეგ დაეწყოთ.

ბოლო ინციდენტის შემდეგ, ერთი ძმა ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს, მეორე კი მიიმალა. დამატებითი დეტალები უცნობია, რადგან მათთან კომუნიკაცია თითქმის შეუძლებელია.