loader

პოლიციამ აჭარაში 37 წლის ქალი დააკავა - "ბრალდებულის ხელბარგის შემოწმების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პოლიციამ აჭარაში 37 წლის ქალი დააკავა - "ბრალდებულის ხელბარგის შემოწმების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს"

პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით 1 პირი დააკავა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული ი.ლ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა სასაზღვრო გამშვები პუნქტი „სარფის" ტერიტორიაზე, ბრალდებულის ხელბარგის შემოწმების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების „მეთადონისა“ და „ბუპრენორფინის“ შემცველი 1245 აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

პოლიციამ ი. ლ. ბრალდებულის სახით დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს" - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.