მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ „ღრმაღელემდე“ მოძრაობა შეფერხებულია
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ „ღრმაღელის“ მეტროსადგურამდე მოძრაობა შეფერხებულია.
მათივე ცნობით, მოძრაობის შეფერხება ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია.
თავის მხრივ, როგორც „ინტერპრესნიუსს“ რამდენიმე მოქალაქემ აცნობა, „ღრმაღელის მეტროში დაკვამლიანებაა“.